19 აპრილი 2024,   22:55
ვრცლად
ემანუელ მაკრონი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პირველ ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრო

ემანუელ მაკრონი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პირველ ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრო. არჩეულმა პრეზიდენტმა ქვეყნის მოქმედ ლიდერთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე აღნიშნა.

ემანუელ მაკრონმა და ფრანსუა ოლანდმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი მოინახულეს და სამხედროებსაც გაესაუბრნენ. ადგილზე გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.

რაც შეეხება ემანუელ მაკრონის გაპრეზიდენტებას, ანალიტიკოსები უკვე აფასებენ მომხდარ მოვლენას.

„ძალიან უჩვეულოა რაც მოხდა. ახალი პრეზიდენტი წარმოადგენს მოძრაობას, რომელიც ერთი წლის წინ არ არსებობდა. ეს კი მიანიშნებს მოსალოდნელ ცვლილებებზე ორ მთავარ პოლიტიკურ ბანაკში- მემარჯვენეებშიც და მემარცხენეებშიც. ამიტომ საფრანგეთისთვის იწყება უჩვეულო პოლიტიკური პერიოდი. ფრანსუა ოლანდმა შრომის კანონში გარკვეული ცვლილებები შეიტანა, მაკრონი კი უფრო მეტის გაკეთებას აპირებს,“ - განაცხადა ანალიტიკოსმა ბრუნო კოტრემ.

ფინანსისტი ალენ კროუზატი ამბობს, რომ იყო მოლოდინი, რომ მარინ ლე პენს არ აირჩევდნენ პრეზიდენტად.

გავრცელებული ინფორმაციით, პირველი ვიზიტი საფრანგეთის ახლა პრეზიდენტს გერმანიაში ექნება.

დღის ამბები