25 აპრილი 2024,   11:28
ვრცლად
კამათი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს - ოპოზიცია და უმრავლესობა ერთმანეთს საარჩევნო სისტემის საკითხზე დაუპირისპირდა

ბათუმში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვაზე მანდატების გადანაწილების წესთან დაკავშირებით ცხარე კამათი მოხდა. პარლამენტის თავმჯდომარემ მათემატიკის ცოდნა პატრიოტთა ალიანსის წევრებს დაუწუნა.

„ქალბატონ ირმას, თავისი მათემატიკა აქვს, რაც მოეწონა მისი პარტიის მხარდამჭერებს და ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეებს, თუმცა ეს არის თქვენი მათემატიკა. რეალურად, მათემატიკა არის ერთი. ბონუსი, ბოლო არჩევნების მიხედვით იქნებოდა 8%, ბოლო 5 არჩევნების მიხედვით 5%,  ბოლო 4 არჩევნების მიხედვით 3,1%. ეს არის მათემატიკა, რომელიც არის ერთი საქართველოში და მსოფლიოში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

განხილვის დროს კამათი მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოსა და ქართული ოცნების წევრებს შორის მოხდა. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, 5%-იანი ბარიერის დატოვება და ბლოკების შექმნის აკრძალვა პირველ ადგილზე გასულ პარტიას დიდ უპირატესობას აძლევს.

„როდესაც 5%-იანი ბარიერია და ბლოკები არ ითვლება, ამ შემთხვევაში დაკარგული ხმების რაოდენობა არის მაღალი. 2012 წლის არჩევნები იყო გამონაკლისი, იმიტომ რომ პოლარიზაციის დონე იყო მაღალი,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ქართული ოცნების წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, ევროპული საქართველოს მიერ მოყვანილი თეორიული მაგალითები ზედმეტად არარეალურია.

დღის ამბები