20 აპრილი 2024,   15:12
ვრცლად
მოსკოვის ყოფილი მერის ვიზიტი საქართველოში და მწვავე შეფასებები

მოსკოვის ყოფილი მერის და აფხაზეთისა და ოსეთის საოკუპაციო რეჟიმებთან დაახლოებული იური ლუჟკოვის საქართველოში ყოფნის შესახებ სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი.

იური ლუჟკოვი წლების განმავლობაში არაერთხელ არის ნამყოფი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რასაც, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სისხლის სამართლის დანაშაულად აფასებენ. 

გამოძიების დაწყებას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ჩქარობს და აღნიშნავენ, რომ მოკვლევა დაიწყება. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი, მოსკოვის ყოფილ მერზე დასმულ შეკითხვას ლუჟკოვზე მისი დადებითი მოგონებებით პასუხობს.

ოპოზიციონერები იხსენებენ, რომ მოსკოვის ყოფილი მერი არაერთხელ არის ნამყოფი ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც ფლობს უძრავ ქონებას. ცნობილია ისიც, რომ ის აქტიურად უჭერდა მხარს ასლან აბაშიძის რეჟიმს.

ლუჟკოვს ოკუპაციის შესახებ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული, რადგან რუსეთის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ხშირი სტუმარი იყო.

დღის ამბები