19 აპრილი 2024,   21:35
ვრცლად
კანადის ოთხ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - წყალდიდობის გამო დაკარგულებს ეძებენ

კანადის 4 პროვინციაში ძლიერი წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. თოვლის დნობის შედეგად მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა და ასობით დასახლება დატბორა.

ყველაზე რთული მგდომარეობა კვებეკისა და ბრიტანული კოლუმბიის პროვინციებშია, სადაც 4 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

კვებეკში წყლის ძლიერმა ნაკადმა ავტომობილი გაიტაცა, რომელშიც ახალგაზრდა მამაკაცი და ჩვილი იმყოფებოდნენ.

2 ადამიანს ეძებენ, რომელთა შორის ერთ-ერთი სამაშველო სამსახურის უფროსია. სტიქიის ზონებიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული.  

დღის ამბები