20 აპრილი 2024,   11:01
ვრცლად
საკონსტიტუციო პროექტის განხილვა ზუგდიდში - პოლიტიკოსებს მოქალაქეების მხრიდან პრეტენზიების მოსმენა უწევდათ

ახალი კონსტიტუციის პროექტის განხილვა - ზუგდიდში ხალხისთვის პრეზიდენტის არჩევის უფლების ჩამორთმევაზე საყოველთაო სახალხო განხილვისას გიორგი მარგველაშვილმა დღეს პირველად ისაუბრა. მმართველი გუნდი კი დღეს უკვე აცხადებს, რომ არაპირიდაპირი არჩევის მოტივაციად პოლიტიკური რისკების დაზღვევა არ დაუსახელებია.

ზუგდიდელი მოსახლეობის ნაწილს კითხვები და პრეტენზიები პირდაპირი არჩევის წესის მხარდამჭერებთანაც ჰქონდა.

კამათი და საჯარო ბოდიში მოჰყვა დღეს პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხზე მსჯელობასაც. ოკუპაციის პირობებში პრეზიდენტისთვის მიუღებელია უშიშროების საბჭოს გაუქმება და ის, რომ მთავარსარდალი ფუნქციებს კარგავს.

პრეტენზიები დარბაზიდან პარლამენტის თავმჯდომარის მიმართაც ისმოდა. შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა მოსახლეობის ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

განხილვის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა და პოლიტიკური წარსული შეახსენეს პრეზიდენტსაც. თავად გიორგი მარგველაშვილი კი ხაზს სწორედ მის ზეპარტიულობას უსვამს.  

დღის ამბები