19 აპრილი 2024,   01:31
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი გრძელდება

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი გრძელდება. დღეს ის შეხვედრებს ამერიკელ სენატორებთან მართავდა. მათ შორის იყო ჯონ მაკკეინიც.

პრემიერის მთავარი შეხვედრები ამერიკაში გუშინ გაიმართა და, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ძირითადი აქცენტი შეერთებული შტატების პრეზიდენტთან და ვიცეპრეზიდენტთან გამართულ მოლაპარაკებებს ეთმობა.

ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ პენსმა, Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის პრეზიდენტთან ერთად მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიონობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და მადლობა გადაუხადეს პრემიერმინისტრს იმ 872 ჯარისკაცისთვის, ვინც ნატოს გვერდით ავღანეთში იბრძვის.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ საქართველომ აშშ-თან არსებული შანსები საერთაშორის სასპარეზზე მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. მათი აზრით, ამერიკის პრეზიდენტის საქართველოს პრემიერმინიტრთან შეხვედრა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ ტრამპი რუსეთის პრეზიდეტს ჯერ არ შეხვედრია. დადასტურებული არ არის, თუმცა, სავარუდოდ, ტრამპი და პუტინი ერთმანეთს პირისპირ G20-ის სამიტზე ივლისის დასაწყისში შეხვდებიან.

დღის ამბები