25 აპრილი 2024,   14:53
ვრცლად
კამათი ზუგდიდში საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვის დროს

ზუგდიდში საყოველთაო სახალხო განხილვას კამათი სცენაზეც და დარბაზშიც რამდენიმე საკითხზე მსჯელობას და დარბაზში განკუთვნილი ადგილების დაკავებას მოჰყვა. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დარბაზში ადგილების დასაკავებლად საკრებულოს წევრებს არაერთხელ დაუპირისპირდნენ.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ამტკიცებდა, რომ საყოველთაო სახალხო განხილვაზე ადგილები სტუმრებისთვის იყო გათვალიწინებული და მას სხვებს ვერ დაუთმობდნენ. სამოქალაქო აქტივისტები უმრავლესობას იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დარბაზი ძირითადად ადგილობრივი თვიმმართველობებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლებით შეავსეს.

კითხვის დასმის შესაძლებლობა და ქართული ოცნების აქტივისტების მიერ ოპონენტებისთვის ამ პროცესში ხელის შეშლა დარბაზში დღეს დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი იყო.

კურიერი დღეს ზუგდიდის ქუჩებშიც გავიდა და ადგილობრივები გამოკითხა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო განხილვა ზუგდიდში იმართებოდა, უმეტესობას მედიის საშუალებით ჰქონდა. საკონსტიტუციო ცვლილებებზე კი დარბაზში მყოფებისგან განსახვავებულ პოზიციას აფიქსირებდნენ.

საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ პარტიისგან საყოველთაო სახალხო განხილვებზე მეტ გახსნილობას ითხოვს.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მსჯელობა ორშაბათს თბილისში დასრულდება.

 

 

ავტორი: ემა გოგოხია

დღის ამბები