19 აპრილი 2024,   05:05
ვრცლად
სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია კონსტიტუციის ახალ ვარიანტზე შენიშვნებსა და რეკომენდაციებს ვენეციის კომისიას ეტაპობრივად უგზავნიან

სახალხო განხილვების პარალელურად საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდებიან, რომელმაც საბოლოოდ უნდა შეაფასოს განსახილველად წარდგენილი პროექტი.

13-გვერდიანი წერილი არასამთავრობო ორგანიზაციებმა ვენეციის კომისიას უკვე გაუგზავნეს. დოკუმენტში, რომელსაც ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, საარჩევნო სისტემასა და გადაუნაწილებელ მანდატებზეა შენიშვნები და რეკომენდაციებია ასახული.

არასამთავრობოების წერილში პრეზიდენტის არჩევნის წესსა და კონსტიტუციაში ქორწინებას განსაზღვრებასთან დაკავშირებულ ჩანაწერზეცაა საუბარი.

კამპანია დაიცავი კონსტიტუციაში მონაწილე ოპოზიციური პარტიები უცხოურ უნივერსიტეტებში მომუშავე ქართველი იურისტებთან გადიან კონსულტაციებს. იურისტების შენიშვნებს ოპოზიციური პარტიები ვენეციის კომისიას ერთიანი ანგარიშის სახით გაუგზავნიან.

კამპანია დაიცავი კონსტიტუციის ფარგლებში ოპოზიციური პარტიები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის მიერ გაგზავნილი დოკუმენტების გაცნობის შემდეგ, ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შესახებ საკუთარი ანგარიში ერთ თვეში უნდა გამოაქვეყნოს.

დღის ამბები