21 სექტემბერი 2019,   05:36
ვრცლად
ე.წ. ღამის მგლები საქართველოში - პოლიტიკოსების შეფასებები პროვოკაციაზე

ვაკის პარკში, სადაც ქართველ ვეტერანებს პოლიტიკოსები და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები გამარჯვების დღეს ულოცავდნენ, დღეს რუსი ე.წ. ღამის მგლების წევრი ბაიკერები გამოჩდნენ.

ოპოზიციას პრეტენზიები აქვს სამართალდამცველებთან, რომლებმაც ბაიკერები საქართველოს ტერიტორიზე შემოუშვეს. შსს-ში კი განმარტავენ, რომ რამდენიმე ბაიკერს საზღვრის გადმოკვეთის დროს საბუთები წესრიგში ჰქონდა და ყოველგვარი ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე შემოვიდნენ.

თბილისში დაჯგუფება ღამის მგლების წევრები 9 მაისის აღსანიშნავად საგანგებოდ ჩამოვიდენ. პუტინის ფავორიტმა რუსმა ბაიკერებმა საზღვარი უპრობლმოდ გადმოკვეთეს. საპარლამენტო უმცრესობაში მიაჩნიათ , რომ საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ რუსი ბაიკერების დეპორტაცია უნდა მომხდარიყო.

რუსი ბაიკერების და მოსკოვის ყოფილი მერის საქართველოში ჩამოსვლა საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს "პროვოკაციად" შეაფასეს. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საქართველო ამ პროვოკაციებს არ უდნა აჰყვეს.

ე.წ. ღამის მგლების შესახებ ფოტორეპორტაჟის სანახავად გადადით ბმულზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები