09 დეკემბერი 2019,   16:22
ვრცლად
ნარკოტიკები ინტერნეტით - სარეკლამო sms-ები, რომლის მიმღებთა მნიშვნელოვანი ნაწილი არასრულწლოვნები არიან

ნარკოტიკული ნივთიერებების ინტერნეტით შეძენა, რომელიც ფაქტობრივად ვერ კონტროლდება - სარეკლამო sms-ებია, რომლებსაც ხშირად არასრულწლოვნებიც ღებულობენ. ტექსტური შეტყობინებებს, რომელითაც მოქალაქეებს ფსიქოაქტიური და სხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების შეძენას სთავაზობენ, სისტემატიური ხასიათი აქვს. მსგავსი შინაარსის შეტყობინება დღეს კურიერის ჟურნალისტმაც მიიღო. 

პირველი, ვინც ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკის შეძენაზე ექსპერიმენტი ჩაატარა ახალი პოლიტიკურ ცენტრი გირჩი იყო. მათ ვიდეო მასალით გამოძიებას უჩვენეს, რომ თბილისში ფსიქოაქტიური ნარკოტიკის შეძენა მარტივია.

გირჩში აცხადებენ, რომ გამოძიებისთვის რთული დასადგენი იქნება, ვინ არიან ის პირები ვინც ნარკოტიკის შეძენას მოქალაქეებს ღიად და ყოველდღიურად სთავაზობს.

გამოძიება, რომ მსგავს ფაქტებზე არაეფექტურია იციან სამოქალაქო სექტორშიც. ნარკოტიკული საშუალებების სარეკლამო sms-ების მიმღებთა მნიშვნელოვანი ნაწილი 15-17 წლის მოზარდები არიან. გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა მისი შედეგები საზოგადოებისთვის უცნობია.

დღის ამბები