19 აპრილი 2024,   04:55
ვრცლად
ერთი კამერით გადაღებული ფილმები - ერმალო მაღრაძის ნამუშევრები, რომელიც სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარულია 

ერთი კამერით გადაღებული ფილმები - ერმალო მაღრაძის ნამუშევრები სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარულია, რეჟისორის ბოლო სურათის სანახავად და ხელოვანთან შესახვედრად ბილეთები რეკორდული სისწრაფით გაიყიდა. ფილმი, რომლის სცენარიც 20 წლის წინ დაწერა, წლების შემდეგ მარტომ გადაიღო. 

ფილმი თეას ცხოვრებაზეა, გოგოზე, რომელიც რაიონიდან დედაქალაქში ჩამოდის, მისი თავგადასავალიც სწორედ აქედან იწყება. ერთი შეხედვით ბანალური ისტორია საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ფილმზე დასასწრები ყველა ბილეთი ერთ საათში გაყიდულიყო.

მისი ფილმები დაბალბიუჯეტიანი და შესაბამისად, დაბალხარისხიანია. მიუხედავად ამისა, ის მაინც მოსწონთ. ერთი კამერით ერთი კაცის მიერ გადაღებული ფილმები, რომლებიც ძირითად სოციალურ ქსელებში ვრცელდება, ახალგაზრდებში პოპულარულია.

ერმალო მაღრაძე უკვე 9 ფილმის ავტორია, მათ შორის 4 დოკუმენტურია. თეას წარმატებული პრემიერის შემდეგ, კინორეჟისორი ახალ ფილმზე იწყებს მუშაობას.

დღის ამბები