24 აპრილი 2024,   11:37
ვრცლად
ჩვენ 4 წელია, მოვითხოვთ შრომის ინსპექციის შექმნას, თქვენ ხართ მკვლელები! - უჩა ნანუშვილი

საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, Facebook-ის საკუთარ გვერდზე მინდელის მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას ეწინააღმდეგებიან, "მკვლელები" არიან.

"ვინც ეწინააღმდეგება ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტტუციო კომისიაში თუ სხვაგან, თქვენ ხართ მკვლელები. ეს სიმართლეა.

"ჩვენ 4 წელია, მოვითხოვთ შრომის ინსპექციის შექმნას. უბრალოდ, სირცხვილია, მეგობრებო," - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მინდელის მაღაროში 4 მეშახტე, დაახლოებით, 400 მეტრი სიმაღლიდან ჩავარდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები