21 სექტემბერი 2019,   05:35
ვრცლად
მიმდინარეობდა ბადიას ბაგირის შეცვლის გეგმიური სარემონტო სამუშაოები, რომელიც, ჯერ კიდევ დაუდგენელი მიზეზების გამო, ჩაწყდა - საქნახშირი

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის მფლობელი კომპანია საქნახშირი რამდენიმე საათის წინ მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაზე მიმდინარეობდა ბადიას (ნახშირის ამომღები  მოწყობილობის) ბაგირის შეცვლის გეგმიური სარემონტო სამუშაოები, რომელზეც დაკავებული იყო შახტის სარემონტო ბრიგადა, სამუშაოებზე პასუხისმგებელი  პირის ხელმძღვანელობით. სამუშაოების მსვლელობის პროცესში ნახშირის ამომღები ბადია, რომლის უშუალო სარემონტო სამუშაოებით დაკავებული იყო ოთხი თანამშრომელი, ჯერ კიდევ დაუდგენელი მიზეზების გამო, ჩაწყდა სარემონტო პოზიციიდან. ბრიგადის ადგილზე მყოფმა სხვა წევრებმა შეატყობინეს დისპეჩერს მომხდართან დაკავშირებით, რის შემდგომაც დაუყოვნებლივ გამოძახებულ იქნა სამთო მაშველთა და სასწრაფო დახმარების სამსახურები. 

"მიმდინარეობს ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება სარემონტო ბრიგადი  მოძიება-გადარჩენის მიზნით. შექმნილია მოკვლევის ჯგუფი, რომელიც დაადგენს ავარიის გამომწვევ მიზეზებს,“ - აღნიშნულია კომპანია საქნახშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები