20 აპრილი 2024,   09:54
ვრცლად
ლუჟკოვს მიერ ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის ხანდაზმულობის ვადა გასულია - შსს-ს პასუხი საზოგადოებას

მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის, მიერ "ოკუპაციის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ხანდაზმულობის ვადა გასულია. ამის შესახებ შს სამინისტროს განცხდებაშია ნათქვამი. 

"იური ლუჟკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე კანონის დარღვევით ყოფნის დამადასტურებელი, საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაცია, საქართველის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისი ბოლოჯერ ყოფნის თარიღად 2010 წელს მიუთითებს. ამასთან, ცნობის გავრცელების მომენტისთვის, 2010 წელს, იური ლუჟკოვის მიერ კანონის დარღვევის გამო გამოძიება არ დაწყებულა. საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის თანახმად, სსკ-ის 322-ე პრიმა მუხლით (ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევით ყოფნა) გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ხანდაზმულობის ვადად დადგენილია 6 წლიანი პერიოდი. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის გამო, შსს დღეს მოკლებული იყო სამართლებრივ შესაძლებლობას, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაეწყო გამოძიება," - აცხადებენ შს სამინსტროში. 

ძალოვანი უწყების ინფორმაციით, იური ლუჟკოვი ქვეყანაში ტურისტულ ჯგუფთან ერთად, მიკროავტობუსით, სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „სადახლოს“ გავლით, სომხეთის მხრიდან შემოვიდა. საზღვრის კვეთის მომენტისთვის მის პასპორტში არ აღინიშნებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ყოფნის მონაცემი. ასევე, შესაბამის ბაზაში, რომელიც ოკუპრებული ტერიტორიების შესახებ საქართველოსკანონის ამოქმედების შემდეგ იწარმოება, მის შესახებ ინფორმაცია დაფიქსირებული არ ყოფილა. შესაბამისად, მესაზღვრე პატრულ-ინსპექტორმა იგი დაუბრკოლებლად გამოატარა საზღვარზე. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები