19 აპრილი 2024,   03:50
ვრცლად
შიმშილია ქვეყანაში, რა ცხოვრება მოვიდა?! ვის უნდა ასეთი ცხოვრება?! - ფოთის მოსახლე

„შიმშილია ქვეყანაში, რა ცხოვრება მოვიდა?! ვის უნდა ასეთი ცხოვრება?!“ - ამბობს ფოთის ერთ-ერთი მკვიდრი გადაცემა არჩევანის გამოკითხვაში.

ფოთში აცხადებენ, რომ ისინი კი არ ცხოვრობენ, არსებობენ და ბოლო წლების განმავლობაში მათი ცხოვრების დონე გაუარესდა.

„სამუშაო არ არის, არაფერი არ არის, ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ ბოლო წლებში და ამას დაემატა ყველაზე უარესი, უიმედობა,“ - აცხადებს ერთ-ერთი რესპოდენტი.

მოსახლეობა აცხადებს, რომ ხელისუფლება მათი საშინელი მდგომარეობით არ ინტერესდება მას შემდეგ, რაც მათ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში ხმა მისცეს. 

მათი აზრით, ქართულ ოცნებას დაპირებებიდან, ფაქტობრივად, არაფერი შეუსრულებია.

 

დღის ამბები