24 აპრილი 2024,   14:05
ვრცლად
რაიონებში ხალხს მატლები ასევია, უშველეთ ამ ხალხს - ქუთაისის მოსახლეობა მძიმე სოციალურ ფონზე საუბრობს

„რაიონებში ხალხს მატლები ასევია, უშველეთ ამ ხალხს,“ - აცხადებს ქუთაისის ერთ-ერთი ადგილობრივი. მოსახლეობის უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ქუთაისში პარლამენტის არსებობის მიუხედავად მათი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.

მოსახლეობა მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ ფონზე საუბრობს და აღნიშნავენ, რომ ყველაფერი გაძვირებულია, პენსიები არ იზრდება, გადასახადები მატულობს და ამის ფონზე გაზრდილ კრიმინალზე საუბრობენ.  

არჩევანის კამერაში მოხვედრილი მოსახლეობის უმრავლესობა უმუშევრობას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ასახელებს. 

 

 

ავტორები: გვანცა სუთიძე, იაგო გოგილაშვილი.

დღის ამბები