21 სექტემბერი 2019,   05:35
ვრცლად
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საქართველოს მთავრობის წევრები - პრემიერი მინდელის მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება

მინდელის მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევას პრემიერი facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმიანება. გიორგი კვირიკაშვილმა თანადგომა გამოუცხადა შახტაში მომუშავე ადამიანების ოჯახის წევრებს და აღნიშნა, რომ შახტაში იმუშავებენ შესაბამისი ჯგუფები, რათა სწრაფად განხორციელდეს მეშახტეთა სამძებრო სამუშაოები. 

"ამ მძიმე წუთებში მინდა, თანადგომა გამოვუცხადო შახტში მომუშავეთა ოჯახებს. შესაბამისი სამსახურებისგან ვიღებ ინფორმაციას ტრაგედიის ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საქართველოს მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მინდელის შახტში იმუშავებენ შესაბამისი ჯგუფები, რათა უსწრაფესად განხორციელდეს მეშახტეთა სამძებრო სამუშაოები და ასევე, დადგინდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი," - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

დღის ამბები