16 აპრილი 2024,   23:15
ვრცლად
ხმის უფლება ხომ მაქვს მე, ჩემს უფლებას რატომ მართმევ? - ქუთაისში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას ემხრობიან

„ვისი ნება უნდა იყოს, ერთი ვიღაცა გრუპა ადამიანების თუ მთელი საქართველოს?“ - ეს კომენტარი ქუთაისში მცხოვრებმა პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით გააკეთა.

თუმცა, გამოკითხულთა გარკვეული ნაწილი ხმოსნების მიერ არჩევის მომხრეცაა. ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ თუ პრეზიდენტი პირდაპირი წესით არ აირჩევა, საერთოდ გაუგებარია, რა საჭიროა პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებობა.

„ხმის უფლება ხომ მაქვს მე, ჩემს უფლებას რატომ მართმევ?“ - აღნიშნა ადგილობრივმა.

ადგილობრივები უმრავლესობის მიერ დაანონსებულ ამ ცვლილებას ივანიშვილის და ქართული ოცნების კონკრეტულ სურვილებს უკავშირებენ. 

 

 

ავტორები: გვანცა სუთიძე, იაგო გოგილაშვილი.

დღის ამბები