21 სექტემბერი 2019,   05:36
ვრცლად
ძალაუფლება შერჩებათ მათ, ვინც მართავს მთელ ქვეყანას და ხალხი იქნება მონა - ფოთში პრეზიდენტის არჩევის წესზე საუბრობენ

„ხალხმა უნდა აირჩიოს პრეზიდენტი, რომ პრეზიდენტი დადგეს ხალხის გვერდით და პირიქით,“  - ეს დამოკიდებულება პრეზიდენტის არჩევის წესზე ფოთის მოსახლეობას აქვს.

არჩევანის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ფოთის მკვიდრთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქვეყნის მთავარსარდალი საზოგადოებამ უნდა აირჩიოს.

ფოთში ფიქრობენ, რომ პირველ ადგილზე გასულ პარტიამ ზედმეტად დიდი ძალაუფლება არ უნდა მიიღოს.

„ძალაუფლება შერჩებათ მათ, ვინც მართავს მთელ ქვეყანას და ხალხი იქნება მონა, მეტი არაფერი. რასაც გადაუყრიან იმას აჭმევენ, თვითონ დაიტოვებენ ყველაფერს და ხალხს წაართმევენ ყველაფერს,“ - აცხადებს ერთ-ერთი რესპოდენტი.

თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხალხის მიერ პრეზიდენტის არჩევას აზრი არ აქვს, რადგან მათ აზრს მაინც არავინ ითვალისწინებს და ერთი დღის დაკარგვას სჯობს, ეს გადაწყვეტილება თავად საზოგადოების მიერ არჩეულმა პარლამენტმა დანიშნოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები