21 სექტემბერი 2019,   05:30
ვრცლად
მე 300 არაგველი ვიცოდი, მაგრამ 300 ხმოსანი ვერ გავიგე - თბილისის მოსახლეობა პრეზიდენტის არჩევის წესზე

„მე 300 არაგველი ვიცოდი, მაგრამ 300 ხმოსანი ვერ გავიგე, ვინ არის,“ - ასე აფასებს თბილისის მარჯვენა სანაპიროზე ერთ-ერთი მოქალაქე უმრავლესობის ინიციატივას, რომ პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით უნდა აირჩეოდეს.

თბილსში გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დატოვების მომხრეა.

„რა თქმა უნდა, რომ ხალხს უნდა დარჩეს ეს უფლება იმიტომ, რომ პრეზიდენტიც, ნებისმიერი ძალაუფლება ხელისუფლებაში უნდა იყოს ხალხის მიერ არჩეული“, „საქართველო უნდა იყოს საპრეზიდენტო,“  - გამოკითხულთა უმრავლესობას ამ მოსაზრებას იზიარებს.

თბილისში 300 ხმოსნის მიერ პრეზიდენტის არჩევას ნდობა არ უცხადებენ და ქვეყნისთვის შესაბამისად პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს უმნიშვნელოვანესად მიიჩნევენ. მოსახლეობის უმრავლესობა აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი არჩევის წესი მნიშვნელობას მისი უფლება-მოვალეობების უფრო მეტად შეზღუდვის შემთხვევაში დაკარგავს. 

დღის ამბები