25 აპრილი 2024,   09:36
ვრცლად
ჩვენი მერი არის ძალიან უუნარო - თბილისის მოსახლეობის ნაწილი დავით ნარმანიას არჩევას არ აპირებს

თბილისის მოსახლეობა, რომელიც არჩევანმა მარჯვენა სანაპიროზე ჩაწერა, დედაქალაქში ტრანსპორტის საკითხზე უკმაყოფილებას გამოხატავენ და ინფრასტრუქტურის პრობლემებზე საუბრობენ. მათი უმრავლესობა მერიის მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს.

თუმცა, მოსახლეობის ნაწილი ახალი ავტობუსებითა და რამდენიმე განხორციელებული პროექტით კმაყოფილია. მოსახლეობის ნაწილი მერიას უკანონო მშენებლობას უწუნებს და უწყებას თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დამახინჯებაში ადანაშაულებს.

„ჩვენი მერი არის ძალიან უუნარო,“ - ასე აფასებს ერთ-ერთი მოქალაქე თბილისში შემოდგომაზე ჩასატარებელ თვითმმართველობის არჩევნებში დავით ნარმანიას კანდიდატურას.

„ქალაქს მერი ჰყავს?“ „დავით ნარმანია ისეთი მერია, რომელიც არ ჩანს“, „მგონი, თბილისის მერი ვერც კი იაზრებს პასუხისმგებლობას, რაც აღებული აქვს,“ - თბილისის მოსახლეობის ნაწილი დავით ნარმანიას არჩევას არ აპირებს. 

დღის ამბები