21 სექტემბერი 2019,   05:31
ვრცლად
უნდა შეკრიბო ერთი 50 კაცი, ჯიგრები და მათ აირჩიონ პრეზიდენტი - თბილისის მარცხენა სანაპიროზე გამოკითხულთა აზრი გაიყო

„კი უნდა აირჩიო პრეზიდენტი ხალხმა, მაგრამ თუ უფროსებს არ უნდათ, მაშინ როგორც ისინი იტყვიან ისე იყოს,“ - ეს განცხადება არჩევანის გამოკითხვის ერთ-ერთა მონაწილემ, თბილისის მარცხენა სანაპიროზე გააკეთეს.

რესპოდენტთა ნაწილი კი აცხადებს, რომ ქვეყნის პირველი პირი ხალხმა უნდა აირჩიოს და ეს მთავრობის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს.

ქალაქის ზოგიერთ მკვიდრს საქართველოში არსებული მდგოამრეობა საერთოდ არ აინტერესებს, ზოგიერთი მათგანი კი ფიქრობს, რომ პარლამენტში დეპუტატების რაოდენობა უნდა შემცირდეს და პრეზიდენტი სწორედ მათ უნდა აირჩიონ.

„უნდა შეკრიბო ერთი 50 კაცი, ჯიგრები, აი, ნორმალურები რომლებიც არიან, რა და ისინი უნდა დასვა და არა ვიღაცები, რომლებიც სმა-ქეიფისთვის არიან. მაგალითად ვოლსკი არის ნაღდი კარგი ქართველი, რომელსაც სიტყვაც ეთქმის ყველგან,“ - აცხადებს ერთ-ერთი რესპოდენტი თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.

გამოკითხულთა ნაწილი კი მზად არის, პრეზიდენტის არჩევის უფლების შესანარჩუნებლად, ცხოვრებაში პირველად, საპროტესტო აქციაზეც კი გავიდეს.

 

 

ავტორი: თეა ადეიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები