09 დეკემბერი 2019,   16:44
ვრცლად
აქცია პარლამენტის წინ - შეკრებილები ტყიბულში მომხარ ფაქტს ეხმიანებიან და მთავრობას შრომის ინსპექციის დროულად შექმნისკენ მოუწოდებენ

ამ წუთებში პარლამენტის წინ აქცია იმართება. შეკრებილები ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმიანებიან.

აუდიტორია 115-ის ორგანიზებით იმართება ეს აქცია და აქციის  მონაწილეები შრომითი ინსპექციის შექმნას მოითხოვენ.  აქციის ორგანიზატორების თქმით, ტყიბულში ბოლო პერიოდში გახშირდა მსგავსი შემთხვევები და სწორედ ამის პრევენციის მიზნით მუშების უფლებების დაცვას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები პარლამენტს და მთავრობას შრომითი ინსპექციის შექმნის საკითხზე სამუშაოების დაწყებისკენ უბიძგებენ.

პარლამენტის შენობასთან ასევე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და კონსტიტუციონალისტები. მათი განცხადებით, დროულად უნდა შეიქმნას შრომის ინსპექცია და არსებული სტატისტიკა უნდა შეიცვალოს.

აუდიტორია 115-ის წევრები ტყიბულში ჩასვლას და ადგილზე მდგომარეობის გარკვევას აპირებენ. 

დღეს ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, დაახლოებით, 400 მეტრის სიღრმეზე 4 მუშა ჩავარდა. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

დღის ამბები