23 აპრილი 2024,   15:03
ვრცლად
"ევროპული საქართველო" ფოთში სანაპირო ზოლის მშენებლობის გაჭიანურებაზე საუბრობს

ევროპული საქართველოს წევრები ფოთში სანაპირო ზოლის მშენებლობის გაჭიანურებაზე საუბრობენ. ოპოზიციის განმარტებით, თანხები უკვე ათვისებულია, ბულვარის კეთილმოწყობის სამუშაოები კი, თითქმის არ მიმდინარეობს. ისინი ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებენ და მოითხოვენ სანაპირო საზღვაო სეზონის გახსნამდე კეთილმოწყობილი იყოს.

„სამუშაოები ფაქტობრივად დაწყებული არ არის, თანხა მთლიანად ათვისებულია, რაც კითხვებს ბადებს. ჩვენ მივმართავთ ქალაქის უუნარო ხელისუფლებას, დროულად იქნეს ქმედითი ნაბიჯები მიღებული. მოვუწოდებთ პრემიერმინისტრს, დაინტერესდეს ამ საქმით,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი დონდუამ.

ფოთის მერიაში კი, ოპოზიციის ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ სამუშაოები გრძელდება და მოსახლეობისთვის მიცემულ დაპირებას შეასრულებენ.

„ეს არის მრავალეტაპიანი სამუშაო და ის კიდევ გაგრძელდება მომავალში,“ - აღნიშნა ფოთის მერიის ადმინისტარციული სამსახურის უფროსმა ზვიად შუბითიძემ.

დღის ამბები