19 აპრილი 2024,   09:57
ვრცლად
ხანდოს ხეობაში მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებული 6 პირი სხვადასხვა განყოფილებებშია გადაყვანილი

ფასანაურში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული 6 პირი ამ დროისთვის პოლიციის სხვადასხვა განყოფილებებშია გადაყვანილი. სულ რამდენიმე წუთის წინ დაკავებული 2 პირი ჟინვალის პოლიციის განყოფილებიდან გამოიყვანეს და სავარაუდოდ, ისინი მცხეთაში გადაიყვანეს. დაკავებული 6 პირიდან, მხოლოდ 2 მათგანი იმყოფებოდა ჟინვალის პოლიციაში.

ამ დროისთვის კი დაკავებულების ოჯახის წევრებმა და აქციის მონაწილეებმა პოლიციის განყოფილებთან გადაინაცვლეს.

შეგახსენებთ, აქციის მონაწილეთა დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც საპატრულო პოლიციასა და მოქალაქეებს შორის ხანდოს ხეობაში დაპირისპირება მოხდა. ტერიტორიაზე პოლიციამ სპეცტექნიკის გაყვანის საშუალება არ მისცა და მოქალაქეებს წინააღმდეგობა გაუწია.

სწორედ ამის შემდეგ, გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქემ ქვა ისროლა და დაიწყო დაპირისპირება პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რომელმაც ხანდოს ხეობიდან ფასანაურის ცენტრალურ მაგისტრალზე გადაინაცვლა.

ამ დროისთვის ფასანაურში აქცია დასრულებულია. მოსახლეობა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებდა, რასაც მოჰყვა კიდეც სამართალდამცველებთან დაპირისპირება. 

დღის ამბები