19 აპრილი 2024,   07:54
ვრცლად
მიმდინარეობს ბათუმის პორტისა და ტერმინალის მიზანმიმართული გაკოტრება - ჯელალ ქიქავა

ლეიბორისტული პარტიის აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელი ჯელალ ქიქავა აცხადებს, რომ "ბათუმის პორტისა და ტერმინალის გაკოტრება მიზანმიმართულად მიმდინარეობს". მისი თქმით, სამსახურიდან სისტემატიურად ათავისუფლებენ თანამშრომლებს, შემცირებულია ტვირთბრუნვა და ასევე გემების პორტში შესვლას მუდმივად აფერხებენ. ქიქავა ამტიცებს, რომ ამ სქემაში ბიძინა ივანიშვილის დავალებით სამი ბიზნესმენია ჩართული და მათ პორტის შესყიდვა სურთ.

„ამაში არიან ჩართული ბატონი მამაცაშვილი, ბატონი ჩხარტიშვილი და საქართველოს რკინიგზის მესვეური, ბატონი ბახტაძე. ძალიან სერიოზული ზეწოლა მიდის. დაკავებული იყო ამ ტვირთების გადაზიდვებით, მომსახურებით, ათასობით ბათუმელი. ეს არის 4-5 ათასი ბათუმელის ლუკმა პური, რომელიც ამ ხელისუფლებამ მათ აართვა პირიდან,“ - განაცხადა ჯელალ ქიქავამ.

დღის ამბები