23 აპრილი 2024,   19:17
ვრცლად
ეუთო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის მედია თავისუფლების კონფერენციას ატარებს

ეუთო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის მედია თავისუფლების კონფერენციას თბილისში უკვე მეოთოთხმეტედ ატარებს. შეხვედრაზე განიხილება ყველა ის საკითხი, რომელიც პრობლემურად ითვლება მედიისთვის. წელს ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად ცრუ ინფორმაციის გავრცელება და პროპაგანდა განიხილებოდა, ამ საკითხის განხილვას დარბაზში მცირე ინცინდენტი მოყვა.

„დასახელდა ვებ გვერდი პოლიტიკანო, როგორც ერთ-ერთი ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი, პოლიტიკანოს წარმომადგენელი მოიქცა, მინდა გითხრათ, ძალიან არაცივილიზებულად და არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული მასალა ყველა სტუმრის თანდასწრებით გადახია,“ - განაცხადა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაკაშიძემ.

კონფერენციაზე კონკრეტულად რუსთვაი 2-ის საქმეზეც იმსჯელეს.

„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის განხილვის თემებია არასწორი ინფორმაციის გავრცელება და პროპაგანდა. განხილვა მიმდინარეობს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მაგალითებზე და კონკრეტულ შედეგებზე,“ - განაცხადა ეუთოს მედია თავისუფლების ოფისის დირექტორმა, ფრან მაროევიჩმა.

დღის ამბები