ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრა მიმდინარეობს. სერგეი ლავროვი და რექს ტილერსონი სირიისა და უკრაინის კრიზისთან ერთად ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებს განიხილავენ.
სახელმწიფო დეპარტამენტში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ სერგეი ლავროვი თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან შესახვედრად გაემგზავრება.