19 იანვარი 2020,   02:23
ვრცლად
"რესპუბლიკური პარტიის" ინიციატივა ოზურგეთში სარეკრეაციო სივრცეების განკარგვისა და რეგულირების დროებით წესზე

რესპუბლიკური პარტია საზოგადოებრივი და სარეკრეაციო სივრცეების განკარგვისა და რეგულირების დროებითი წესის დამტკიცების ინიციატვით გამოდის.

ინიციატივაზე ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გოგუაძემ, პარტიის ლიდერთან ერთად ოზურგეთის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი მიზანი ქალაქ ოზურგეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების წესის მიღებამდე, სარეკრეაციო სივრცეების განკარგვა და დარეგულირებაა.

„იმის გამო, რომ კონკრეტულ რამდენიმე მუხლზე ვერ მოხდა მოლაპარაკება, პეტიცია ვერ მიიღო საკრებულომ. დღევანდელი ინიციატივით ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ ოზურგეთის ტერიტორიაზე დარეგულირდეს მწვანე ზონების და საზოგადოებრივი სივრცეების საკითხი,“ - განაცხადა საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.

დღის ამბები