19 აპრილი 2024,   20:04
ვრცლად
საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა ნიქოზიაში განიხილეს

საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა, კვიპროსის ქალაქ ნიქოზიაში ბანკის წლიურ ფორუმზე განიხილეს. ფორუმზე საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტს შეხვდა, სადაც დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა და აღინიშნა, რომ ბანკის მიერ განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს.

„შეხვედრაზე ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ის ურთიერთობები და მიმდინარე პროექტები, რომელიც საქართველოში ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხრიდან და ასევე ის რეფორმები, რომელსაც საქართველოს მთავრობა  ახორციელებს,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დღის ამბები