20 აპრილი 2024,   13:28
ვრცლად
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ვენეციის კომისიის წევრებს შეხვდებიან

საქართველოს პრეზიდენტის დავალებით საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შესახვედრად სტრასბურგში გაემგზავრებიან.

პრეზიდენტისა და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები ხვალ ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებულ იმ მოსაზრებებს წარუდგენენ, რომელიც საზოგადოების წარმომადგენლებმა გამოთქვეს პრეზიდენტთან შეხვედრებისას.

შეხვედრები სტრასბურგში ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

დღის ამბები