20 იანვარი 2020,   18:12
ვრცლად
ტყიბულში დაღუპული მეშახტეები - მთავარი კითხვა შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვას უკავშირდება

ტყიბულში გუშინ მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის მიზეზების გამოძიება მიმდინარეობს. 12 საათიანი სამძებრო ოპერაციის შემდეგ, მინდელის სახელობის შახტიდან 4 ცხედარი ამოიყვანეს. ისინი 350 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდნენ შახტში.

საზოგადოებაში ახლა მთავარ კითხვას შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა აჩენს. ტყიბულელი მეშახტეები აცხადებენ, რომ ოთხივე გარდაცვლილი გამოცდილი თანამშრომელი იყო და ამ სამუშაოს პირველად არ ასრულებდნენ.

ტყიბულში მომხდარის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, წუხელ თბილისში პარლამენტის შენობასთან მოქალაქეების ის ნაწილი შეიკრიბა, ვინც ამ შემთხვევას შრომის ინსპექციის არარსებობას უკავშირებს და მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

მეშახტეების სოლიდარობის აქცია წუხელ რუსთაველზე სამართალდამცველებთან დაპირისპირებით და 3 პირის დაკავებით დასრულდა. დაკავებულები სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, უკვე გაათავისუფლეს.

დღის ამბები