18 აპრილი 2024,   19:48
ვრცლად
ლუჟკოვის ხანდაზმული დანაშაული - ოპოზიციის თქმით, ოკუპაციას ხანდაზმულობა არ აქვს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის ვიზიტთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს და ხსნის, რომ რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხანდაზმულობა გასულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებითვე, მოსკოვის ყოფილი მერის პასპორტში არ იყო აღნიშნული ოკუპირებულ ტერიტორიაზე კანონდარღვევით ყოფნის მონაცემი და საზღვარზე ის დაუბრკოლებლად გაატარეს.

იური ლუჟკოვი ბოლოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ 2010 წელს იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ განმარტებას, საპარლამენტო უმრავლესობა სრულად ეთანხმება. მმართველი გუნდის წევრები რუსეთთან და რუსული ოკუპაციის მხარდამჭერებთან ურთიერთობის გამწვავებას ერიდებიან.

ოკუპაციის შესახებ კანონის ავტორი, ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ამ კანონის მოთხოვნებიც და ოკუპირებული რეგიონებიც ერთდროულად დაივიწყა.

ევროპულ საქართველოში კი აცხადებენ, რომ ქვეყნის ოკუპაციას და მოსკოვის ყოფილი მერის მოქმედებებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს.

იური ლუჟკოვი საქართველოს მეუღლესთან ერთად 4 დღით სტუმრობდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები