23 აპრილი 2024,   12:16
ვრცლად
ამერიკელ და რუს ხალხს სურს ერთმანეთთან ურთიერთობა - სერგეი ლავროვი დონალდ ტრამპს შეხვდა

2013 წლის შემდეგ პირველად სერგეი ლავროვი შეერთებულ შტატებში ჩავიდა და ჯერ მოლაპარაკებები სახელმწიფო მდივანთან რექს ტილერსონთან გამართა, შემდეგ კი თეთრ სახლში დონალდ ტრამპმა მიიღო. მთავარი თემები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, სირიისა და უკრაინის კრიზისები იყო.

შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა და ის მედიისთვის შეხვედრა დახურული იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის რთული ურთიერთობაა. 

„ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩემი შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან. ყველასთვის ცნობილი სირთულეების მიუხედავად, ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ საერთაშორისო არენაზე მთავარი პრობლემების გადაჭრას ხელი შეუწყონ. განვიხილეთ სირია, ვილაპარაკეთ სხვა პრობლემებზეც, ნახსენები იყო ისრაელ- პალესტინის კონფლიქტი. ავღანეთის და მინსკის შეთანხმების შესრულების კუთხით არსებული ვითარება და შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ კონტაქტებს და ჩვენი პოზიციების დაახლოებისთვის გზების მოძიებას. რა თქმა უნდა, ვილაპარაკეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, რაც სიხარულს ნამდვილად არ იწვევს. მაგრამ მიზეზი ყველამ ვიცით და ახლა ყველაზე დაბალი დონიდან ვიწყებთ. ამერიკელ და რუს ხალხს სურს ერთმანეთთან ურთიერთობა, პოლიტიკოსების ამოცანა კი ხელოვნურად შექმნილი ბარიერების მოშორებაა, რაც ამ ყველაფერს ხელს უშლის,“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა შეერთებულ შტატების პრეზიდენტთან მოულოდნელად დაიგეგმა. რამდენიმე დღის წინ, რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, სერგეი ლავროვი ამერიკის სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს შეხვდებოდა. თუმცა, გუშინ გვიან ღამით, თეთრი სახლის მხრიდან ცნობილი გახდა, რომ ამერიკის პრეზიდენტი სერგეი ლავროვს თეთრ სახლში მიიღებდა.

„მინდა მივესალმო სახელმწიფო დეპარტამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს და გამოვხატო მადლიერება მის მიმართ ვაშინგტონში ვიზიტისთვის, რომ გაგვეგრძელებინა მთელ რიგ საკითხებზე მოსკოვში დაწყებული დიალოგი და შეხედულებების გაზიარება,“ - განაცხადა რექს ტილერსონმა

დღის ამბები