20 აპრილი 2024,   11:23
ვრცლად
ოსურმა მხარემ ქარელის რაიონში ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება ზაფხულისთვის დააანონსა

ერგნეთში გამართული შეხვედრის შემდეგ, ოსურმა მხარემ ქარელის რაიონში ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება ზაფხულისთვის დააანონსა. ქართული მხარის განცხადებით, ასეთი ქცევის შემთხვევაში, ისინი გასაპროტესტებლად ყველა ბერკეტს გამოიყენებენ.

მხარეებმა, ტრადიციულად, გიორგი გიუნაშვილის საკითხიც განიხილეს. ქართული მხარე მას უკანონო პატიმრად მიიჩნევს და უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს.

ოსური მხარის წარმომადგენელი, დავით სანაკოევი აღნიშნავს, რომ ამნისტიაზე არ უსაუბრიათ. თუმცა აცხადებს, რომ გიორგი გიუნაშვილის მონახულებას მისი ოჯახის წევრები შეძლებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, რომ გიუნაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდება აბსურდული და გამოგონილია.

ამიტომ, ქემოკლიძე განმარტავს, რომ ქართულმა მხარემ დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებს მისი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა. 

დღის ამბები