14 ნოემბერი 2018,   01:20
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა მოსამართლეებმა შენობა უკანა კარიდან დატოვეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლეები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ჩათვლით შენობის უკანა კარიდან გავიდნენ. მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დღეს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა კანდიდატურები განიხილეს, საიდანაც 2 მოსამართლე უვადოდ გაამწესეს. 

ხმაურიან საქმეებთან დაკავშირებული მიხეილ ჩინჩალაძე და ოთარ სიჭინავა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლეებად გაამწესა. შორენა ყაველაშვილი კი, სამწლიანი გამოსაცდელი ვადით სააპელაციო სასამართლოში გამწესდა.

ხოლო, სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე, გიორგი ჩემია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლედ არ დაამტკიცა. საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლედ არ გამწესდა ასევე ხმაურიანი საქმეების პროკურორი რევაზ ნადოი.

დღის ამბები