25 აპრილი 2024,   15:42
ვრცლად
გაუნაწილებელი მანდატები და პრეზიდენტის არჩევის წესი - კამათი კონსტიტუციის საყოველთაო განხილვაზე გორში

გიორგი მარგველაშვილისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის მმართველი გუნდის მიერ გაუნაწილებელი მანდატების განაწილების და პრეზიდენტის არჩევის შემოთავაზებული წესი უსამართლოა.

პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი ხმოსნების მიერ ქვეყნის პირველი პირის არჩევის უპირატესობებზე ვერ თანხმდებიან. გიორგი მარგველაშვილმა უმრავლესობას არგუმენტები დაუწუნა.

დემოკრატიული მოძრაობის წევრს დარბაზი დღევანდელი განხილვის დროსაც დაატოვებინეს. პარლამენტის თავმჯდომარე უკვე მეორე დღეა, ოპოზიციურ პარტიას პროვოკაციაში ადანაშაულებს. ხმაური დარბაზიდან ევროპული საქართველოს წევრის მიერ დასმულ კითხვასაც მოჰყვა.

არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კრიტიკა მმართველი გუნდისთვის და დარბაზის წევრებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. შეხვედრის მონაწილეთა ნაწილმა მმართველ გუნდს თვითმმართველობიდან მოსაწვევებით მოყვანილ ხალხსა და დაკვეთილ შეკითხვებზე მიუთითა.

გორის მოსახლეობის კითხვების დიდი ნაწილი თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნებას ეხებოდა, რაზეც მმართველი გუნდის პოზიცია ამ დრომდე დაუზუსტებელია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები