25 აპრილი 2024,   15:02
ვრცლად
FBI-ის გათავისუფლებული დირექტორი - ცნობილია, რომ ჯეიმს კომი რუსულ კავშირებზე გამოძიების გაფართოებას გეგმავდა

FBI-ის დირექტორის პოსტიდან გადაყენების შემდეგ, თანამდებობის დატოვებას გენპროკურორის მოადგილეც აპირებს. როდ როზენშტეინი თეთრ სახლს განმარტების გაკეთებას სთხოვს, რომ ჯეიმს კომის მოხსნის გადაწყვეტილება უშუალოდ პრეზიდენტმა მიიღო და ამაში მას არანაირი როლი არ მიუძღვის. თუმცა, როზენშტეინმა რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპს ანგარიში გაუგზავნა, რომელშიც ის დეტალურად წერდა FBI-ის დირექტორის მიერ დაშვებული სერიოზული შეცდომების შესახებ. თეთრ სახლში კომის პოსტიდან გადაყენების მიზეზად მის მიმართ ნდობის დაკარგვას ასახელებენ.

ჯეიმს კომის მიმართ დონალდ ტრამპს პრეტენზია არ ჰქონია. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც FBI-მ ჰილარი კლინტონის ელექტრონულ წერილებთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.

ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტმა კომის მადლობაც კი გადაუხადა, თუმცა ბოლო დროს რუსეთთან კავშირებზე დაწყებული გამოძიების გამო უკმაყოფილო დარჩა.

ქვეყნის უმთავრესი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელის მოხსნა საკანონმდებლო ორგანოში ახალი დაპირისპირების საბაბი გახდა.

სენატის დაზვერვის საკითხთა კომიტეტში მომავალ კვირას მორიგი მოსმენა ჩაინიშნა, რომელზეც ჯეიმს კომიცაა დაბარებული. ცნობილია, რომ FBI-ის დირექტორი ტრამპის შტაბის წევრების რუს მაღალჩინოსნებთან სავარაუდო კავშირსა და არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე გამოძიების გაფართოებას გეგმავდა.

დღის ამბები