15 ნოემბერი 2018,   21:49
ვრცლად
მნიშვნელოვანი
უშგული-კალას საგზაო მონაკვეთზე მძიმე მდგომარეობაა - ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

უშგული-კალას საგზაო მონაკვეთი ზვავის ჩამოწოლის გამო ჩახერგილია. ადგილობრივების თქმით, ზვავის ჩამოწოლის გამო, გზა ჩაიკეტა და გადაადგილების პრობლემებზე საუბრობენ.

ადგილობრივი მცხოვრები, ლიკა რატიანი, რომელმაც ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ფოტო და ვიდეო მასალა რუსთავი 2-ს მიაწოდა, აცხადებს, რომ უშგულში გზებზე მძიმე მდგომარეობაა. მისი თქმით, გზის ჩაკეტვის გამო, ვერც ტურისტები გადაადგილდებიან. მოსახლეობის ინფორმაციით, ერთ-ერთ ოჯახს მიცვალებულის ქელეხისთვის საჭირო პროდუქტი ხელით გადააქვს. უშგულში მყოფთა ინფორმაციით, გზის გაწმენდა დღის 5 საათისთვის, ტრაქტორის გაუმართაობის გამო შეწყდა.

მესტიის ზონის ტექნიკური ზედამხედველის, თენგო უფრიანის თქმით, გზის გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება. დღეს კი, როგორც მან რუსთავი 2-თან საუბარში აღნიშნა, სამუშაოები მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო შეწყდა. 

დღის ამბები