23 აპრილი 2024,   22:39
ვრცლად
უგუნური და გაუგებარი - იური ლუჟკოვი საქართველოს მთავრობას პასუხობს

უგუნური და გაუგებარი - ასე აფასებს მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსი პოლიტიკოსი შავ სიაში შეიყვანა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა აუკრძალა. 

   Бывший мэр Москвы Юрий Лужков. Архивное фото"ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ხდება მაშინ, როდესაც ადგილი აქვს ქმედებებს საქართველოს ან რომელიმე ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. მე საქართველოში ვიყავი, როგორც ტურისტი და ჩემი ვიზიტი გაფორმებული იყო ქართული ტურისტული სააგენტოს მეშვეობით,“ განაცხადა იური ლუჟკოვმა საინფორმაციო სააგენტო რია ნოსვოსტისთან საუბრისას.

იური ლუჟკოვის ეს განცხადება, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის კომენტარს მოჰყვა. შალვა ხუციშვილმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლუჟკოვი "შავ სიაში" შეიყვანეს. 

Картинки по запросу შალვა ხუციშვილი

"ამ ეტაპზე რაც მოხდა, განპირობებული იყო იმით, რომ თავის დროზე არ იყო შეყვანილი სიაში. ჩვენ შევიყვანთ მას ამ სიაში და საქართველოში ვეღარ შემოვა," განაცხადა ხუციშვილმა.

 

 

 

 

 

დღის ამბები