20 აპრილი 2024,   10:46
ვრცლად
ემანუელ მაკრონმა საკუთარ პარტიას სახელი შეუცვალა

ემანუელ მაკრონმა საკუთარ პარტიას სახელი შეუცვალა და დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა, რომლებიც ივნისში დაგეგმილ საპარალამენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. საფრანგეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პოლიტიკურ მოძრაობას წინ რესპუბლიკა დაარქვა, მის გენერალურ მდივნად რიშარ ფერანი დანიშნა.

ასევე ცნობილია, რომ მაკრონმა დეპუტატობის 400-ზე მეტი კანდიდატი შეარჩია. ფერანის განცხადებით, გუნდში მამაკაცების და ქალების თანაბარი რაოდენობაა და მათი უმრავლესობა ახალი სახეები არიან, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არასდროს ყოფილან ჩართული.

დღის ამბები