24 აპრილი 2024,   19:33
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის გასწვრივ ახალი საინჟინრო ნაგებობების აგებას გეგმავს

საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის გასწვრივ ახალი საინჟინრო ნაგებობების აგებას გეგმავს.

ამის შესახებ რეჟიმის წარმომადგენელმა ერგნეთის შეხვედრის შემდეგ განაცხადა და მიზეზად ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის და მათი ქონების დაცვა დაასახელა.  

„ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაპირებთ, აღვმართოთ საინჟინრო ნაგებობა ზნაურის რაიონის სოფელ არანგარონთან. გასულ წელს ადგილობრივებს მსხვილფეხა საქონელი დაეკარგათ, რომლის პოვნაც ვეღარ მოხერხდა. მანამდე სოფლიდან სხვა ქონებაც იკარგებოდა. ამიტომ, სოფლის მცხოვრებლებმა ხელისუფლებას მიმართეს, რომ შეიქმნას უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ნორმები,“ - აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელი, დავით სანაკოევი. 

დღის ამბები