24 აპრილი 2024,   06:51
ვრცლად
ჩვენ საცდელი ვირთხები არა ვართ - თელაველები პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას აპროტესტებენ

თელავში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დასრულებულია. ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან კითხვები ძირითადად პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ისმოდა.

„ჩვენ საცდელი ვირთხები არა ვართ. ერთი უფლება გვაქვს - პრეზიდენტი ავირჩიოთ და იმის უფლებას გვართმევთ. ჩვენი ბრალია, თქვენ რომ ახლა მანდ ზიხართ. თქვენ ჩვენი მხრებით მოხვედით, ძვირადღირებული ჯიპებით დადიხართ,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ოპოზიციის წარმომადგენლებსაც მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა აირჩეოდეს.

„როგორ ჩანს, საპრეზიდენტო მმართველობის ამ ფორმის შეცვლის მთავარი ამოცანა არის ის, რომ ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რომელიც ქართულმა ოცნებამ წარმოადგინა, აღმოჩნდა ხასიათის მატარებელი ყოფილა და ის ბოლომდე არ იქნა დაქვემდებარებული ქართულ ოცნებას,“- განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ სისტემისთვის უმჯობესია, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით ირჩეოდეს. 

დღის ამბები