24 აპრილი 2024,   21:09
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა თელავში - ერთმა მოქალაქემ ირმა ინაშვილი ინდირა განდის შეადარა

თელავში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე ერთ-ერთმა მოქალაქემ პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი, ინდირა განდის შეადარა.

„მე მინდა, იგი შევადარო ინდიელ ქალბატონს, ინდირა განდის, საუკეთესო პიროვნება ბრძანდება. ქალბატონო ირმა, არ გეთანხმებით იმაში, რომ 10% წვლილი მაინც გაქვთ შეტანილი იმაში, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მოსულიყო სათავეში,“ - განაცხადა მოქალაქემ.

ირმა ინაშვილმა საგარეჯოს მაჟორიტარ დეპუტატს მიმართა.

„საქართველო არის ნედლი დემოკრატიის, თქვენ, საგარეჯოს მაჟორიტარ დეპუტატს, რატომ გეღიმებათ? მე რომ მიყურებთ, ისე არ უნდა გეღიმებოდეთ. არ უნდა გეღიმებოდეთ იმიტომ, რომ თქვენ არ მოგიპოვებიათ ის გამარჯვება და წყნარად იჯექით მანდ,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები