20 აპრილი 2024,   12:24
ვრცლად
კონსტრუქციულობა თქვენგან არ დაგვინახავს - მამუკა მდინარაძე გიორგი ახვლედიანს მიმართავს

თელავში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს წარმომადგენლებმა წინადადება წამოაყენეს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრის რამდენიმე რაუნდი ჩატარდეს.

„ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შევედრის რამდენიმე რაუნდი ჩავატაროთ. ვისაუბრებთ მხოლოდ სამართლიანი საარჩევნო სისტემის დამკვიდრების პროცესზე და თქვენგანაც იგივეს ვითხოვთ,“ - განაცხადა დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს მთავარმა საბჭოს წევრმა, გიორგი ახვლედიანმა.

ოპოზიციას მმართველმა გუნდმა უპასუხა და მიმართა, რომ მათგან კონსტრუქციულობა არ დაუნახავთ.

"თუ თქვენი მხრიდან კონსტრუქციულობაზე იქნება საუბარი და შევხედავთ, რომ რაიმე აზრი აქვს, ცუდად არ გამიგოთ, პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით, მაშინ შეიძლება, ამაზეც ვიმსჯელოთ, მაგრამ აქამდე კონსტრუქციულობა თქვენგან არ დაგვინახავს,“ - განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები