19 აპრილი 2024,   07:46
ვრცლად
სამარცხვინო მთავრობა გვყავს - ენმ ხეების გადატანის პროცესს აპროტესტებს

ნაციონალური მოძრაობა ხეების გადატანის პროცესს აპროტესტებს. აქცია-პერფორმანსი ციხისძირში დღეს იმ ადგილას გაიმართა, საიდანაც მაგნოლიის ხე უკვე გადაიტანეს.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის თქმით, ხეების გადატანის ნაცვლად, ხელისუფლება მოსახლეობის სოციალური პრობლემებით უნდა დაინტერესდეს.

„იმის ნაცვლად, რომ დაპირებები შესრულებულიყო, ბიძინა ივანიშვილი კიდევ გლეჯს და მიაქვს ხეები აჭარიდან. ამიტომ ბატონი პატარაძე, უნდა თუ არ უნდა მას, ამ პროცესში ძალაუნებურად არის ჩართული. სამარცხვინო მთავრობა გვყავს ჩვენ და სამარცხვინოდ იქცევიან ისინი,“ - განაცხადა ენმ-ის წარმომადგენელმა, რეზო ხარაზმა. 

დღის ამბები