24 აპრილი 2024,   21:04
ვრცლად
კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვა თელავში - შეხვედრის დასრულების შემდეგ შეფასებები გაკეთდა

თელავში გამართული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დასრულების შემდეგ განცხადებები მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრებმა გააკეთეს. კახეთში კონსტიტუციის პროექტის განხილვაზე ძირითადი კითხვები პრეზიდენტის არჩევის წესისა და საარჩევნო სისტემის ცვლილებას ეხებოდა.

„ჩვენ უკვე გავაჟღერეთ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად გამოირიცხება ყოველგვარი უსამართლოდ გადანაწილება მანდატებისა პარლამენტში. რაც შეეხება ბონუსს, ბონუსი შეიძლება, დარჩეს ძალაში, მაგრამ შეგვიძლია, ისეთი მექანიზმები ჩავდოთ, რომელიც გამარჯვებული პარტიისთვის ჭარბი უპირატესობის მინიჭებას გამორიცხავს. ეს არის ჩვენი პოზიცია. ამ კუთხით ახალი ჩანაწერები კონსტიტუციის ახალ რედაქციას შეიძლება დაემატოს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპული საქართველო ითხოვს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესზე, ფუნქციებსა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით  პლებისციტი გაიმართოს და ხალხმა თავისი პოზიცია დააფიქსიროს.

„ამ გარემოში, რომელშიც შეხვედრა ჩატარდა, როდესაც ბევრი იყო ოცნების პარტიული აქტივისტი, აქაც კი ძალიან ბევრი კრიტიკული შენიშვნა ისმის ამ ორ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები