26 აპრილი 2024,   01:10
ვრცლად
საყოველთაო განხილვები თელავში - კამათი კონსტიტუციურ ცვლილებებზე ოპოზიცასა და მმართველ გუნდს შორის

თელავში საყოველთაო სახალხო განხილვას პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარე არ ესწრებოდნენ. თუმცა, კონსტიტუციის განხილვას ოპოზიციასა და მმართველი გუნდის სიტყვიერი დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია.

საერთო სახალხო განხილვის დაწყებიდან მალევე ერთმანეთს ქართული ოცნების და ევროპული საქართველოს წარმომადგენლები სიტყვიერად გაუნაწილებელი მანდატების საკითხზე დაუპირისპირდნენ და ერთმანეთი სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულეს.

საარჩევნო სისტემის ქართული ოცნების შეთავაზებულ ვარიანტს ოპოზიცია დღეს რამდენიმე მიმართულებით აკრიტიკებდა. ოპოზიცია მმართველ გუნდს ხმების მითვისებაში ადანაშაულებს და დემოკრატიისთვის ყველაზე საშიშ სისტემებთან პარალელს კიდევ ერთხელ ავლებს.

დღევანდელ შეხვედრას ტრადიციულად არასაპარლამენტო პარტიების ნაწილიც დაესწრო.

პოლიტიკოსების გარდა, თელავის თეატრში შეკრებილები მმართველი გუნდისგან არგუმენტების მოსმენას დღეს პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების შესახებ ითხოვდნენ.

თელავის თეატრში გამართულ განხილვას დღეს მეტწილად საჯარო სამსახურში დასაქმებული მოქალაქეები ისმენდნენ.

კონსტიტუციის პროექტის განხილვა ხვალ მცხეთაში გაგრძელდება და ორშაბათს თბილისში შემაჯამებელი შეხვედრით დასრულდება.

დღის ამბები