19 აპრილი 2024,   16:12
ვრცლად
NDI-ის კვლევა და განსხვავებული შეფასებები ოპოზიციასა და მმართველ გუნდში

ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა დღეს მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხვის ეს ნაწილი ძირითადად ქვეყნის საგარეო კურსს დაეთმო. კვლევამ აჩვენა, რომ დასავლური ინტეგრაციის მხარდაჭერა ქვეყანაში მზარდია. თუმცა ამასთან ერთად ასევე იზრდება ანტიდასავლური პროპაგანდაც.

NDI-მ რესპოდენტები მედიის სანდოობაზეც გამოკითხა და ამ ნაწილში რუსთავი2 ლიდერობს.

საქართველოში ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება. NDI-ის კვლევაში კითხვები ევროკავშირში გაწევრიანებას, საქართველოს საგარეო კურსს, რუსეთთან შესაძლო კონფლიქტსა და ეროვნულ უსაფრთხოებას შეეხებოდა.

მმართველი გუნდისთვის კვლევის შედეგები და მეთოდოლოგია სარწმუნო არ არის და ოპოზიციას ციფრებით მანიპულირებაში ადანაშაულებს. სპეციალისტები კი ხელისუფლებას ანტიდასავლური კამპანიის წინააღმდეგ გააქტიურებისკენ მოუწოდებენ. მათთვის განსაკუთრებით საგანგაშო საბჭოთა კავშირისადმი ერთგვარი ნოსტალგიის მაჩვენებელია.

კვლევა დემოკრატიისადმი მოსახლეობის აღქმასაც ასახავს. ოპოზიციისთვის ქვეყნის არადემოკრატიულობის 40%-იანი მაჩვენებელი კრიტიკულია. NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევას მოსახლეობის მიერ დემოკრატიის აღქმასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე არ იზიარებს.

პოლიტიკურ რეიტინგს NDI  ორშაბათს წარადგენს. კვლევის ფარგლებში 7-28 აპრილს 2500 მდე მოქალაქე გამოიკითხა, ცდომილება 2.7 პროცენტია. 

დღის ამბები