20 აპრილი 2024,   15:48
ვრცლად
რაქვიაშვილი კობახიძეს სახელმწიფო ინსტიტუტების უპატივცემულობაში ადანაშაულებს, კობახიძე კი მას აკრიტიკებს

უშიშროების საბჭოს მდივანი პარლამენტის თავჯდომარეს მთავარსარდლის ფუნქციების გარკვევას მოქმედი კანონმდებლობით ურჩევს. დავით რაქვიაშვილი ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

კონსტიტუციის საყოველთაო განხილვების დროს პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ მთავარსარდალი არ ნიშნავს, რომ მას სამხედრო ძალები ექვემდებარება.

რაქვიაშვილს მმართველმა გუნდა მთავარსარდლის ფუნქციები საკუთარი ინტერპრეტაციით განუმარტა. საპარლამენტო უმრავლესობა უშიშროების საბჭოს მდივანს ტონის შერბილებას ურჩევს.

ოპოზიცია კი პრეზიდენტის ინსტიტუტის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები